ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

კლიენტთა მომსახურების უფროსი მენეჯერი

ვაკანსიის კოდი
    VC572
ადგილმდებარეობა
    თბილისი
ორგანიზაცია
    სს ბაზისბანკი
მოქმედების ვადა
    31.12.2024
სამუშაო გრაფიკი
    ნორმირებული სამუშაო დღე

ძირითადი მოთხოვნები

 
 
გამოცდილება
 
მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
წელი
 
განათლება
 
 
ხარისხისტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი 
 
სფერო: ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება, საბანკო საქმე
 
 
 
 
ენები
 
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
 
 
უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • Microsoft Office Excel
  • Microsoft Office Word
 
 
 
 
 

სამუშაოს აღწერა

 

 
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
 
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
 
ამჟამად ჩვენ კლიენტთა მომსახურების უფროს მენეჯერს ვეძებთ.
 
გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:
 
გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
 
ხარ პასუხისმგებლიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
 
შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.
 
გაინტერესებს რას გთავაზობთ?
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
  • სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
  • პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
 
შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
 
  • სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (უნაღდო ანგარიშსწორება);
  • საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
  • ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
  • სერვისცენტრში კლიენტთა მომსახურებისას განხორციელებული ოპერაციების, შედგენილი საბუთების შემოწმება, ფორმირება/აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მმართველის მოვალეობის შესრულება.
შენგან კი დაგვჭირდება:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
 
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
 
 
 

დამატებითი ინფორმაცია