ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

სახელფასო პროექტების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი
    VC595
ადგილმდებარეობა
    თბილისი
ორგანიზაცია
    სს ბაზისბანკი
მოქმედების ვადა
    31.10.2024
სამუშაო გრაფიკი
    ნორმირებული სამუშაო დღე

ძირითადი მოთხოვნები

 
 
გამოცდილება
 
მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
კლიენტთა მომსახურება - 1 წელი
 
განათლება
 
 
ხარისხიბაკალავრი, მაგისტრი 
 
სფერო: ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება
 
 
 
 
ენები
 
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი
 
 
უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
 
 
 
 
 

სამუშაოს აღწერა

 
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?

ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
 
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
 
ამჟამად ჩვენ სახელფასო პროექტების მენეჯერს ვეძებთ თბილისში.
 
ძირითადი მოვალეობები:
  •  სახელფასო ორგანიზაციების მოზიდვა;
  • სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;
  • სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ ორგანიზაციებთან;
  • საკუთარი მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კავშირი;
  • ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის;
  • სახელფასო  კლიენტებთან და ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
 
მოთხოვნები:
  • იმავე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით)
  • კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
 
 
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.
 
 
 
 
 
 

დამატებითი ინფორმაცია